Monday, 23 November 2020

"გავიცნოთ ლომისელები" - მანანა ამბროლაძე


 

სახელი - მანანა

გვარი - ამბროლაძე

პროფესია - პედაგოგი

მიყვარს - მიყვარს ყველაფერი, რაც მაბედნიერებს

მაღიზიანებს - გაურკვევლობა, უნდობლობა, ტყუილი, პირფერობა...

მსურს -ახლობელი ადამიანების და ზოგადად, ყველას ჯანმრეთელობა, ბევრი, ძალიან ბევრი სიყვარული სამყაროსაგან, ყვლასგან, ყველაფრისგან...ბევრია ხომ ?! მაგრამ მე მსურს და რა ვქნა???  ესაა ყველაზე დიდი სიმდიდრე და სიცოცხლე ... აბა, სხვა რა ვისურვო უფრო მეტი და უფრო კარგი, უფრო დიდებული?! 

მეშინია - მეშინია, ვინც ძალიან მიყვარს და ვაფასებ, უნებურად არაფერი ვატკინო და ვაწყენინო, ვერ შევძლო მათთვის საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნა და ყველაზე მეტად მეშინია, ვინმეზე ცუდი არაფერი შევიტყო ისეთი, რომელსაც მე ვერ შევცვლი და ვერაფრით ვუშველი.

კარგად ვიცი - რომ კიდევ ბევრის ცოდნაა საჭირო

მინდა ვიცოდე - მინდა ვიცოდე იმდენი, რამდენის სასარგებლოდ გამოყენებასაც შევძლებ, როგორც სხვებისთვის, ასევე საკუთარი თავისთვისაც.

ვმეგობრობ - სიყვარულთან, სიხარულთან, სიკეთესეთან, ბედნიერებასთა, ერთგულებასთან...

ვეძებ - ყოველთვის  ვეძებ ადგილს, სადაც ყველაზე მეტად ვარ საჭირო  .

ვბრაზდები - საკუთარ თავზე, როცა შინაგანად და ემოციურად ცუდად ვგრძნობ თავს.

ვინახავ - ყველაფერ პოზიტიურს, რაც მიმიღია ცხოვრების გასამშვენიერებლად და სიცოცხლისთავის აზრის მიმცემად...  ვინახავ ყველაფერს, რაც ადამიანებისგან მიმიღია სიყვარულის გამოხატულებად.

მწამს - უფალი და მფარველობა მისი, რაც ხილულად  ძალიან ხშირად მიგრძვნია 

მიკვირს - მიკვირს, რატომ არაფერი აღარ მიკვირს?!

მიხარია -მიხარია, როცა ჩემს ირგვლივ ყევლა ჯანმრთელი და ბედნიერია, მიხარია მეგობრებთან, ახლობლებთან ერთად ყოფნა, მიხარია, როცა კარგი ამბები ხდება, მიხარია, როცა ადამიანების პრიორიტეტი მშვენიერებით ტკბობაა და მიხარია, როცა  სიყვარულს და სიხარულს ვუზიარებთ ერთმანეთს...  ყველაფერი მიხარია, რაც სასიხარულოდ მისაღები და გასაბედნიერებელია...

ვდარდობ - რომ ცხოვრება მოკლეა და ვერაფრით შევაჩერებ დროის დინებას, უფრო მეტი რომ მოვასწრო... არ მყოფნის საათები, წუთები, წამები... მეტი მინდა, მაგრამ აბა როგორ?! ყველაფერი შეიძლება დაიბრუნო უკან, უკვე წასული დროის გარდა... წავიდა და მორჩააა!!!ბევრი ოცნებები დაგვიანებით გაჩნდა ჩემში, რომელსაც ვერ ავიხდენ, არა და, თავის დროზე მარტივად შეიძლებოდა  ყველა ამ ოცნებეის რეალობად ქცევა. ვდარდობ დიახ, ძალიან ვდარდობ...

ვამაყობ - ჩემთვის ძვირფასი ადამიანებით და მათი წარმატებებით...

მენატრება - ბავშვობა

ვოცნებობ - ყველა ბავშვი იყოს ჯანმრთელი და ცხოვრობდეს ხალისიანი, ბედნიერი ბავშვობით...

საკუთარ თავში მომწონს - სიცოცხლის წყურვილი და აქტიური ცხოვრების წესი...

სხვებში ვაფასებ - ყველაფერ იმ სასურველს, რაც მე ვერ შევძელი მქონოდა...

მთავარია - რწმენა და იმედი...

რჩეული მუსიკა - ყველაფერი, რაც დრო და ჟამს უძლებს და  „სმენად მხეცნი მოვიდიან“... ერთი სიტყვით, ყველა ჟანრში მაქვს რჩეილი მუსიკა, რაც ძალიან მიყვარს, მაგრამ ხასიათს გააჩნია, როდის რისი მოსმენის განწყობაზე ვარ.

რჩეული ფილმი - უამრავია

რჩეული წიგნი - რჩეული? ყველა, რაც წამიკითხავს და აღვფრთოვანებულვარ,  თავისებურად რჩეული და საინეტერსოა. რთულია, ხელოვნების ნაწარმოებებში ერთი განსაკუთრებული და რჩეული გამოჰყო.

რას უსურვებთ მომავალ თაობას? - ბედნიერ, ნათელ მომავალს და არასოდეს ეფიქროთ, რომ წარსული უფრო უკეთესი ჰქონდათ, ვიდრე მათი აწმყოა ან მომავალი იქნება... ებრწყინოთ და ეხაროთ მათი წარმატებებით და ყველა სიკეთით!



 

 

No comments:

Post a Comment