შ.პ.ს საერო საშუალო სკოლა “ლომისი 1”-ის ჟურნალისტური კლუბის
წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ქ. თბილისის, საერო საშუალო სკოლა “ლომისი 1”-ის ჟურნალისტური კლუბი წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს სკოლის წესდებითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, როგორც სკოლის შიგნით, ისე მის გარეთ.
2. კლუბის სტატუსი, სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 2. ჟურნალისტური კლუბის მიზანი და ფუნქციები
1. სკოლისა და სასკოლო აქტივობების პოპულარიზაცია ფართო საზოგადოებაში.
2. ხელი შეუწყოს სკოლის ინტეგრაციას საგანმანათლებლო სივრცეში, ახალგაზრდულ საკითხებთან და მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ პროცესში მოსწავლეთა მონაწილეობა.
3. კლუბის ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა სკოლაში.
4. მოსწავლეთა პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა.
5. განათლებისა და ინფორმირების მდგრადი გარემოს შექმნა.
6. ხელი შეუწყოს მოსწავლის თავისუფალ პიროვნებად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას.
7. დაეხმაროს მოსწავლეებს თვითრეალიზებასა და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში.
8. გაამრავალფეროვნოს სასკოლო ცხოვრება.
9. ჯანსაღი კომუნიკაციებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა.
10. ხელი შეუწყოს მოსწავლეებში სამართლებრივი თვითშეგნების დონისა და კანონისადმი პატივისცემის ამაღლებას, ასევე საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.
მუხლი 3. ჟურნალისტური კლუბის წევრი
1. ჟურნალისტური კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლა “ლომისი 1”-ის VIII, IX, X, XI და XII კლასის მოსწავლე, რომელიც გამოთქვამს კლუბში გაწევრიანების სურვილს, იზიარებს კლუბის მიზნებს, წარმოადგენს საკუთარ ხედვებსა და წინადადებებს კლუბის ეფექტური საქმიანობის წარმართვის მიზნით.
2. ჟურნალისტური კლუბი შედგება არაუმეტეს 10 წევრისა.
3. ჟურნალისტური კლუბის წევრობა არის ნებაყოფლობითი და წევრი ამავდროულად შეიძლება იყოს სკოლის სხვა რომელიმე სტრუქტურულ ერთეულის, ორგანიზაციის ან გაერთიანების წევრი.
4. კლუბის წევრობის მსურველი ვალდებულია შეავსოს, ხელი მოაწეროს და თან დაურთოს საჭირო დოკუმენტაცია ჟურნალისტურ კლუბში გასაწევრიენებელ ფორმას.
4.1. ჟურნალისტურ კლუბში გასაწევრიანებელი ფორმა იხილეთ ბმულზე:
5. ჟურნალისტური კლუბის შემადგენლობა განისაზღვრება 1 წლის ვადით.
6. ჟურნალისტური კლუბის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) მოსწავლის სტატუსის შეწყვეტა;
გ) სკოლის წესდების ან ჟურნალისტური კლუბის დებულებით გათვალისწინებული წესების დარღვევა;
დ) არასაპატიო მიზეზით, სასკოლო კლუბის შეკრების ზედიზედ 2-ჯერ გაცდენა;
ე) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ, უგზოუკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადება.
მუხლი 4. წევრთა უფლება-მოვალეობანი
ჟურნალისტური კლუბის წევრს უფლება აქვს:
1. მონაწილეობდეს კლუბის სამუშაო შეხვედრების მუშაობაში;
2. შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის აქტივობებში;
3. მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კლუბის საქმიანობის შესახებ კლუბის ლიდერისაგან და წევრებისაგან;
4. ისარგებლოს კლუბის სახელით მესამე პირ(ებ)თან მოლაპარაკებების დროს. კლუბის წევრი ვალდებულია:
5. დაიცვას კლუბის დებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
6. გაუფრთხილდეს კლუბის ღირსებასა და ავტორიტეტს;
7. აქტიური მონაწილეობა მიიღოს ჟურნალისტური კლუბის მიერ დაგეგმილ აქტივობებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს კლუბის ეფექტურ ფუნქციონერებაში.
მუხლი 5. ჟურნალისტური კლუბის საპატიო წევრი:
1. ჟურნალისტურ კლუბს შეიძლება ჰყავდეს საპატიო წევრი, რომელსაც არ აქვს სათათბირო ხმის უფლება.
2. ჟურნაისტური კლუბის საპატიო წევრი უფლებამოსილია კლუბს წარუდგინოს ინიციატივები, მოახდინოს მათი პრეზენტაცია და მონაწილეობა მიიღოს კლუბის ფორმირებაში.
3. საპატიო წევრის წოდება ენიჭება ჟურნალისტური კლუბის დამფუძნებელს.
3.1. საპატიო წევრის წოდების მინიჭების უფლება ჟურნალისტური კლუბის ხელმძღვანელს კლუბის წევრთა 3/5 -ის მხარდაჭერით.
3.2. საპატიო წევრი შეიძლება იყოს VIII-XII კლასის მოსწავლე.
მუხლი 6. ჟურნალისტური კლუბის ხელმძღვანელი
1. ჟურნალიტური კლუბის ხელმძღვანელი აირჩევა ღია კენჭისყრის საფუძველზე, პირველივე საერთო სხდომაზე, კლუბის წევრთა 3/5 -ის მხარდაჭერით.
2. კლუბის ლიდერის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს მხოლოდ კლუბის წევრებს.
3. კლუბის ლიდერის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება 1 წლის ვადით.
4. კლუბის ლიდერი წარმართავს კლუბის საქმიანობას.
5. კლუბის ლიდერი ხელმძღვანელობს და უძღვება სამუშაო შეხვედრებს.
6. წარმოადგენს კლუბს სხვა პირებთან ურთიერთობაში.
7. კლუბის წევრებთან ერთად ქმნის კლუბის გრძელ და მოკლე ვადიან სამუშაო გეგმას.
8. ისმენს კლუბის წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს და ანგარიშებს.
9. კლუბის წევრებთან ერთად განსაზღრავს ღონისძიებების დეტალურ გეგმასა და საჭიროებებს.
10. თითოეული ღონისძიების დასრულების შემდეგ ამზადებს ანგარიშს.
11. კლუბის ხელმძღვანელი არის კლუბის სრულფასოვანი წევრი, რომელიც მოიაზრება კლუბის წესდებით გათვალისწინებული მე-3 მუხლის, მე-2 პუნქტით განსაზღვრულ რაოდენობაში.
11.1. ჟურნალისტური კლუბის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) მოსწავლის სტატუსის შეჩერება;
გ) მოქალაქეობის დაკარგვა;
დ) იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენება;
ე) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ, უგზოუკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად
გამოცხადება.
მუხლი 7. საქართველოს კანონმდებლობის, სკოლის წესდების ან/და ამ დებულების უხეში დარღვევის შემთხვევაში, ჟურნალისტური კლუბის წევრთა არანაკლებ 1/5-ს შეუძლია დაიწყოს კლუბის ხელმძღვანელი იმპიჩმენტის პროცედურა და დარღვევის ფაქტები წარადგინოს საერთო სხდომაზე. კლუბის წევრთა სრული შემადგენლობა 10 სასწავლო დღის ვადაში იკვლევს ფაქტებს და დასკვნას წარუდგენს სკოლის დირექციას, რომელიც დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, 5 დღის ვადაში მოიწვევს საერთო კრებას, რომელიც კენჭს უყრის ხელმძღვანელის გადაყენების საკითხს. ხელმძღვანელი გადაყენებულად ჩაითვლება, თუ საკითხს მხარს დაუჭერს საერთო კრების შემაგენლობის არანაკლებ 3/5.
მუხლი 8. ჟურნალისტური კლუბის საერთო კრება
1. ჟურნალისტური კლუბის საერთო კრება წარმოადგენს სასკოლო კლუბის უმაღლეს ორგანოს, რომელიც შედგება კლუბის ყველა წევრისაგან.
2. კლუბის სრული შემადგენლობა იკრიბება წელიწადში არანაკლებ ოთხჯერ.
3. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა, კლუბის ხელმძღვანელის ან კლუბის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილების საფუძველზე.
4. საერთო კრების ჩატარების თარიღისა და შესაბამისი დღის წესრიგის შესახებ, კლუბის წევრებს ეცნობება საერთო კრების ჩატარებამდე არაუგვიანეს სამი დღისა.
მუხლი 9. დასკვნითი დებულებები:
1. კლუბის წევრები და ხელმძღვანელი ვალდებულია, იცავდეს კლუბის პრესტიჟსა და სახელს, უფრთხილდებოდეს და ზრუნავდეს მის განვითარებაზე, თავისი ქმედებითა თუ უმოქმედობით არ ლახავდეს მას.
2. კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს და პატივს ცემდეს კლუბის დებულებას.
3. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება წინამდებარე წესდების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
No comments:
Post a Comment