სახელი - ნაზიბროლა
გვარი - ანდღულაძე
პროფესია - ისტორიკოსი
მიყვარს - ფეხით გასეირნება და იშვიათად მაქვს ამის დრო. მძულს მანქანა, კომპიუტერი, მობილური. მიყვარს ჩვენი პლანეტა, მიმაჩნია, რომ დედამიწაზე ლამაზი მთელ საამყაროში არაფერია, მშვენიერია აქაც და კოსმოსიდან დანახულიც.
მაღიზიანებს - თვალთმაქცი ხალხი.
მსურს - სიმშვიდე
მეშინია - ღვთის რისხვის
კარგად ვიცი - რაც მეტი ვისწავლე, დავრწმუნდი რომ არაფერი ვიცი და კიდევ ბევრის ცოდნაა საჭირო. სულ მგონია რომ რაც ვიცი ხვალ აღარ მეყოფა.
მინდა ვიცოდე - კიდევ მეტი
ვმეგობრობ -დედასთან, უფრო ბავშვებთან ვიდრე უფროსებთან, მოსწავლეებთან და ყოფილ მოსწავლეებთან. უფრო გულწრფელები არიან. შევამჩნიე, რომ როცა გერმანიაში ვიყავი თვალებით სულ ბავშვებს ვეძებდი. ყველაზე მეტად მათი ცხოვრება მაინტერესებდა, ვიდრე უფროსების.
ვეძებ - ჭაშმარიტებას და პასუხს კითხვაზე: რა არის მთავარი?
ვბრაზდები - ძალიან სწრაფად ვბრაზდები და გამოვხატავ, თუ რამე არ მომწონს.
ვინახავ - ძველ წიგნებს და ფოტოებს.
მწამს - ღმერთის
მიკვირს - როგორ საოცრად არის სამყარო მოწყობილი. კიდევ მიკვირს როცა ქართულ მრავალჟამიერს და სიმღერას ვისმენ, ეს ნატანჯი ხალხი როგორ მღეროდა ასე.
მიხარია - მახარებს კარგი ამინდი, სიმშვიდე, ჩემიანების კეთილდღეობა.
ვდარდობ - სულ მომავალზე ვდარდობ, რა იქნება ხვალ?
ვამაყობ - ჩემი ქვეყნის წარსულით. როგორ გაუძელით ამდენს და მაინც ვდგავართ.
მენატრება -ბავშობა, გარდაცვლილი ნათესავები და მინდა ვიყოთ ყველა ერთად.
ვოცნებობ - მშვიდ, ბედნიერ, დაცულ ქვეყანაში ცხოვრებაზე და დიდხანს მინდა მყავდეს მშობლები.
საკუთარ თავში მომწონს - პირდაპირობა, ზოგჯერ პრობლემებს მიქმნის, მაგრამ არასდროს ვნანობ.
სხვებში ვაფასებ - ერთგულებას
მთავარია - სამი რამე დედამიწაზე: სიყვარული, სიკეთე და სილამაზე :–) ამაზე კარგად ვერ იტყვი.
რჩეული მუსიკა - მიყვარს კლასიკა, მაგრამ ქართული ფოლკლორი პირველ ადგილზეა.
რჩეული ფილმი - ბევრი ფილმი მიყვარს, ვერ გამოვყოფ, მაგრამ აქაც ქართული კინო მთავარია. დღეში 10 ქართულ ფილმს რომ ვუყურო არ მწყინდება.
რჩეული წიგნი - ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კითხვა რომ დავიწყე ტომ სოიერის თავგადასავალმა მოახდინა, შემდეგ კ. გამსახურდია და გ. რობაქიძემ. შემდეგ გემოვნება კიდევ შემეცვალა. მიმაჩნია რომ, მთავარი წიგნებია „ბიბლია“, „ქართლის ცხოვრება“, „ვეფხისტყაოსანი“. მათ გვერდით დგას „ დედა– ენა.“ ჩემი „დედა ენა“ სახლში მაქვს და ახლაც ვეფერები.
რას უსურვებთ მომავალ თაობას? - ვერ დავასრულებ სურვილებს იმდენი რამე მინდა მათთვის. მაგრამ ილიაზე კარგად ვერ ვიტყვი, "რომ წინ უძღოდეს ჭეშმარიტება, უკან რჩეს კვალი განათლებული".
მიყვარხართ! ჩვენ სკოლას და მის მოსწავლეებს ბევრი წარმატება, დღეგრძელობა და სიკეთე!
დალოცვას დიდი ძალა აქვს.

No comments:
Post a Comment