ისტორიის კლუბი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. დებულებით განსაზღვრული ურთიერთობები
1.1 წინამდებარე დებულება (შემდგომში დებულება) განსაზღვრავს ისტორიის კლუბის მუშაობის ძირითად პრინციპებს, კლუბის ლიდერისა და წევრების უფლება-მოვალეობებს, ასევე კლუბის საქმიანობის მიმართულებებს, მიზნებსა და შედეგებს.
მუხლი 2. ისტორიის კლუბის მიზნები და ამოცანები
2.1 კლუბის ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა სკოლებში;
2.2 მზადება ოლიმპიადისთვის;
2.3 მოზარდებში პასუხისმგებლობის ამაღლების ხელშეწყობა;
2.4 მოსწავლეთათვის 21–ე საუკუნის უნარ-ჩვევების სწავლება და გამომუშავება;
2.5 განათლების და ინფორმირების მდგრადი გარემოს შექმნა;
მუხლი 3. ისტორიის კლუბის ფუნქციები:
3.1 ისტორიის სწავლების გაუმჯობესება
3.2 მოსწავლეების დაინტერესება საგნის სიღრმისეული შესწავლით ესგ–ს შესაბამისად
3.3 მზადება ოლიპმიადებისათვის
3.4 დაეხმაროს მოსწავლეებს სამყაროს ერთ მთლიანობად აღქმაში და მიმდინარე პროცესებში საქართველოს ადგილის განსაზღვრაში.
3.5 ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას.
3.6 ხელი შეუწყოს მის თავისუფალ პიროვნებად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას.
3.7 დაეხმაროს მოსწავლეს ჰუმანური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
3.8 მშობლიური ქვეყნისა და მსოფლიოს მნიშვნელოვანი ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენების შესწავლის პროცესში მოსწავლეს განუვითაროს შემდეგი უნარები: სივრცეში ორიენტირება; ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება; კომუნიკაცია; სწავლის უნარი; კვლევა; შემოქმედებითი უნარი; ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია; თვალსაჩინოებების გამოყენება და შექმნა; პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრა.
მუხლი 4. ისტორიის კლუბის წევრი
4.1 ისტორიის კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე, რომელიც გამოთქვამს კლუბში გაწევრიანების სურვილს, იზიარებს კლუბის მიზნებს, წარმოადგენს საკუთარ ხედვებს და წინადადებებს კლუბის ეფექტური საქმიანობის წარმართვის მიზნით.
4.2 წევრობა არის ნებაყოფლობითი და ისტორიის კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა რომელიმე ორგანიზაციის ან გაერთიანების წევრი.
4.3 კლუბის წევრობის მსურველი ვალდებულია შეავსოს და ხელი მოაწეროს წევრობის ანკეტას.
4.4 ისტორიის კლუბის წევრების ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით კლუბის წევრი შეიძლება გაირიცხოს კლუბიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
მუხლი 5. წევრთა უფლება-მოვალეობანი
ისტორიის კლუბის წევრს უფლება აქვს:
5.1 მონაწილეობდეს კლუბის სამუშაო შეხვედრების მუშაობაში;
5.2 შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის პროგრამებში და ღონისძიებებში;
5.3 მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კლუბის ლიდერისაგან და წევრებისაგან კლუბის საქმიანობის შესახებ;
5.4 ისარგებლოს კლუბის სახელით მესამე პირებთან მოლაპარაკებების დროს;
კლუბის წევრი მოვალეა:
5.5 დაიცვას კლუბის დებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
5.6 გაუფრთხილდეს კლუბის ღირსებას და ავტორიტეტს;
5.7 აქტიური მონაწილეობა მიიღოს ისტორიის კლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და საკუთარი წვლილი შეიტანოს კლუბის ეფექტურ ფუნქციონერებაში.
მუხლი 6 ისტორიის კლუბის ლიდერი
6.1 კლუბის ლიდერი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
6.2 კლუბის ლიდერის კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს კლუბის წევრებს და სკოლის ადმინისტრაციას;
6.3 კლუბის ლიდერის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი ლიდერის არჩევამდე;
6.4 კლუბის ლიდერი წარმართავს კლუბის საქმიანობას;
6.5 კლუბის ლიდერი ხელმძღვანელობს და უძღვება სამუშაო შეხვედრებს;
6.6 წარმოადგენს კლუბს სხვა პირებთან ურთიერთობაში;
6.7 კლუბის წევრებთან ერთად ქმნის კლუბის გრძელ და მოკლე ვადიან სამუშაო გეგმას;
6.8. ისმენს კლუბის წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს და ანგარიშებს;
6.9 კლუბის წევრებთან ერთად განსაზღრავს ღონისძიებების დეტალურ გეგმას და საჭიროებებს;
6.10 თითოეული ღონისძიების დასრულების შემდეგ ამზადებს ანგარიშს;
6.11 ასრულებს სხვა ფუნქციებს საჭიროების შემთხვევაში.
თავი II
დასკვნითი დებულებები
7.1 ისტორიის კლუბის მოღვაწეობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: კანონიერებას, ჰუმანიზმს, კეთილსინდისიერებას, სოციალურ სამართლიანობას; დამოუკიდებლობას, კოლეგიალურობას.
7.2 კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს კლუბის პრესტიჟსა და სახელს, უფრთხილდებოდეს მას და ზრუნავდეს მის განვითარებაზე, თავისი ქმედებითა თუ უმოქმედობით არ ლახავდეს მას, მოქმედებდეს მაღალი ადამიანური ღირსებით კლუბის მიერ დაკისრებული ფუნქციებისა თუ მისიის განხორციელებისას.
7.3 კლუბის წევრები და ლიდერი ვალდებულია იცავდეს და პატივს ცემდეს კლუბის დებულებას, ადათსა და დადგენილ ნორმებს. პატიოსნად და ნაყოფიერად ახორციელებდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამართლებდეს მინიჭებულ ნდობას.
ისტორიის კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხევა სკოლის სასწავლო სემესტრს;
7.4 ისტორიის კლუბი შეხვედრას მართავს კვირაში ერთხელ წევრებთან შეთანხმების საფუძველზე
7.5 კლუბის სამუშაო საათები იწყება საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ.