Thursday, 27 January 2022

რა მოხდა დღეს ისტორიაში? | 27.01.2022 | #დღეს

 









რა მოხდა დღეს ისტორიაში?


 

∴ 98 წელი, 27 იანვარი: ტრაიანე რომის იმპერატორი გახდა ნერვას გარდაცვალების შემდეგ.

∴ 1695 წლის 27 იანვარს მუსტაფა II ოსმალეთის სულთანი გახდა აჰმედ II-ის გარდაცვალების შემდეგ.

∴ 1736 წელი: ჩამოაგდეს პოლონეთის უკანასკნელი მეფე.

∴ 1820: რუსეთის ექსპედიციამ ფადეი ბელინსჰაუზენისა და მიხაილ ლაზარევის ხელმძღვანელობით, ანტარქტიკა აღმოაჩინა.

∴ 1944: ლენინგრადი ორწლიანი ბლოკადისაგან განთავისუფლდა.

∴ 2020: ამერიკელი კალათბურთელი კობი ბრაიანტი, მისი ქალიშვილი ჯიჯი და კიდევ შვიდი ადამიანი შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად კალიფორნიაში, კალაბასის სიახლოვეს დაიღუპნენ.

 

 

27 იანვარს დაიბადა:


 

∴ ზაბელი - კილიკიის სომეხთა სამეფოს დედოფალი (1216 წ.);

∴ აბას I - ირანის შაჰი (1571 წ.);

∴ ვოლფგანგ ამადეუს მოცარტ - ავსტრიელი კომპოზიტორი (1756 წ.);

∴ ხუან კრისტოსტომო ფალკონი - ვენესუელი პრეზიდენტი (1820 წ.);

∴ ტოგო ჰეიჰაჩირო - იაპონელი სამხედრო-საზღვაო მოღვაწე (1848 წ.);

∴ ვილჰემ II - პრუსიის მეფე (1859 წ.);

∴ იუჰო კუსტი პაასიკივი - ფინელი პოლიტიკური მოღვაწე (1870 წ.);

∴ სარა აშურბიელი - აზერბაიჯანელი ისტორიკოსი (1906 წ.);

∴ სუფი აბუ ტალიბი - ეგვიპტის პოლიტიკური მოღვაწე (1925 წ.);

∴ ფედერიკო მაიორ სარაგოსა - ესპანელი პოლიტიკოსი, მწერალი (1934 წ.);

∴ მირჩა სნეგური - მოლდოვის მეორე პრეზიდენტი (1940 წ.);

∴ ნინო გვეტენაძე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (1964 წ.);

∴ ალექსანდრე მიქაბერიძე - ქართველი იურისტი, მწერალი და ისტორიკოსი (1978 წ.)

 

27 იანვარს გარდაიცვალა:


 

∴ მარკიანე - ბიზანტიის იმპერატორი (457 წ.);

∴ ილია ალხაზიშვილი - ქართველი მწერალი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე (1921 წ.);

∴ სუჰარტო - ინდონეზიის მეორე პრეზიდენტი (2008 წ.)

 

 

27 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:


 

∴ წმინდა ნინო | ნინოობა;

∴ ღირსნი მამანი, რომელნი მოისრნენ სარკინოზთაგან სინასა და რაითას:საბა, ისაია, მოსე და მოწაფე მისი მოსე; იერემია, პავლე, ადამი, სერგი, დომნი, პროკლე, ისააკი, იპატი, მაკარი, მარკოზი, ბენიამინი, ევსევი და ილია;

∴ ღირსი იოსები;

∴ ღირსი თეოდულე;

∴ ღირსი სტეფანე.

 

 

 

 

 

#რამოხდადღესისტორიაში
#დღეს
#დღეისტორიაში


No comments:

Post a Comment