რა მოხდა დღეს ისტორიაში?
∴ 421 წლის 8 თებერვალს კონსტანტიუს III დასავლეთ რომის იმპერატორი გახდა.
∴ 1587 წელი: შოტლანდიის დედოფალი მარიამ სტიუარტი სიკვდილით დასაჯეს ბაბინგტონის შეთქმულებაში მხილების გამო, რომლის მიზანი მისი ბიძაშვილის, ინგლისის დედოფალი ელისაბედ I-ის მკვლელობა იყო.
∴ 1849 წელი, 8 თებერვალი: ახალი რომის რესპუბლიკა დაარსდა.
∴ 1904: იაპონელებმა თავდასხმა მოაწყვეს რუსულ ხომალდებზე პორტ-არტურთან, ჩინეთი – რუსეთ-იაპონიის ომი დაიწყო.
∴ 2017: მუჰამედ აბდულაჰი მუჰამედი სომალის პრეზიდენტად აირჩიეს.
8 თებერვალს დაიბადა:
∴ აფონსუ IV – პორტუგალიის მეფე (1291 წ.);
∴ კონსტანტინე XI – ბიზანტიის ბოლო იმპერატორი (1405 წ.);
∴ კარლ თეოდორ დალბერგი – საღვთო რომის იმპერიის უკანასკნელი ეპისკოპოსი-მთავარი (1744 წ.);
∴ ზაქარია ჭიჭინაძე – ქართველი საზოგადო მოღვაწე (1853 წ.);
∴ გიორგი თუმანიშვილი – ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი (1854 წ.);
∴ ხორლოგიინ ჩოიბალსანი – მონღოლეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (1895 წ.);
∴ ზაქირ ჰუსეინი – ინდოელი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე (1897 წ.);
∴ აბდულ რაჰმანი – დამოუკიდებელი მალაიის ფედერაციის პირველი პრემიერ-მინისტრი (1903 წ.);
∴ მაურისიო მაკრი – არგენტინის პრეზიდენტი (1959 წ.);
∴ ბენინიო აკინო – ფილიპინების პრეზიდენტი (1960 წ.).
8 თებერვალს გარდაიცვალა:
∴ ალექსეი I — რუსეთის მეფე (1676 წ.);
∴ პეტრე I — რუსეთის იმპერატორი (1725 წ.);
∴ დიმიტრი ციციანოვი — კავკასიის მთავარმართებელი (1806 წ.);
∴ აკაკი წერეთელი — ქართველი პოეტი (1915 წ.);
∴ შერმადინ ასკურავა — ბოლშევიკი (1919 წ.).
8 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
∴ დავით აღმაშენებელი;
∴ ღირსი ქსენოფონტე, მეუღლე მისი მარიამი და ძენი მათნი არკადი და იოანე;
∴ ანანია ხუცესი, პეტრე საკანისმცველი და მათ თანა შვიდნი მხედარნი;
∴ ღირსი სვიმონი;
∴ აღმოყვანება ნაწილთა თეოდორე სტუდიელისა და ძმა მისი იოსებ თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი;
∴ პავლა ქვრივი.
#რამოხდადღესისტორიაში
#დღეს
#დღეისტორიაში
No comments:
Post a Comment