Monday, 23 November 2020

"გავიცნოთ ლომისელები" - ნოდარ თოთაძე

სახელი - ნოდარ                 

გვარი - თოთაძე      

პროფესია - ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი, კავკასიოლოგი.

მიყვარს - თავისუფლება   

მაღიზიანებს - კუდაბზიკობა, არაპროფესიონალიზმი, მლიქვნელობა.

მსურს - სურვილებს რა დალევს?!

მეშინია - შიში და უიმედობა მკრეხელობაა.

კარგად ვიცი - რომ არაფერი არ ვიცი.

მინდა ვიცოდე - ბევრი ენა. ენა, როგორც მსოფლხედვის საშუალება სხვადასხვაგვარად და ერთიანობაში უკეთ დამანახებდა სამყაროს.

ვმეგობრობ - გულწრფელ, კეთილ და სამართლიან ადამიანებთან. განსაკუთრებით ბავშვებთან. ზოგიერთ ოთხფეხა არსებასაც მეგობრად განვიხილავ <3

ვეძებ - ყველაფერში აზრს, ჭეშმარიტებას.

ვბრაზდები - მხოლოდ უსამართლობასა და ტყუილზე.

ვინახავ - წარსულის ტკივილებს, რადგან ეს მახსენებს, რომ ადამიანი ვარ.

მწამს - უფლის

მიკვირს - რთულია დღეს სხვა რამით ადამიანის გაკვირვება, გარდა გულწრფელობისა და უანგარო სიკეთის.

მიხარია - „ლომისის“ ნაწილი რომ ვარ.

ვდარდობ - ხანდახან მგონია, რომ მთელი სამყაროს დარდებს ვიტევ ჩემში (კი ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ არაუშავს).

ვამაყობ - მრავალჭირვარამგადანახადი ერის შვილობით.

მენატრება - მენატრება... მენატრება... ჰო, მენატრება და რა გაეწყობა?!

ვოცნებობ - არა, ერთიან საქართველოსა და „ივერიის გაბრწყინებაზე“ არ ვოცნებობ. ეს ყველა ქართველის მიზანი უნდა იყოს... ვოცნებობ ისეთ სამყაროზე, სადაც ყველა ადამიანი ბედნიერი იქნება.

საკუთარ თავში მომწონს - „მართლის მთქმელობა“, ოღონდ ხანდახან ცხენის შეკაზმვა მავიწყდება.

სხვებში ვაფასებ - გულწრფელობას, პირდაპირობას და მეგობრობის ნიჭს.

მთავარია - რწმენა და სიყვარული. ამ ორის კომბინაციით ყველაფერი დაძლევადია.

რჩეული მუსიკა - არის რამდენიმე, მათ შორის- Metallica: Nothing Else Matters

რჩეული ფილმი - ბევრია, თუმცა ამჯერად გამოვყოფ ფილმს - The Great Debaters

რჩეული წიგნი - წიგნი ბევრია რჩეული და კარგი, მაგრამ ამჯერად გამოვარჩევ დესპინე გელოვანის ისტორიულ რომანს „შორეული ლანდები“, რომელიც ხალხზეა, უბრალო ხალხზე...

რას უსურვებთ მომავალ თაობას?

გისურვებთ, არასდროს ჩაკლათ თქვენში „ბავშვი“. გისურვებთ ლაღ, ხალას ცხოვრებას მთელი თავისი საინტერესო გამოწვევებით. ეძიეთ თქვენი თავი, იპოვნეთ, განვითარდით, იყავით წარმატებულები, იყავით კარგი ადამიანები და კარგი ქართველები. მომავალი გეკუთვნით თქვენ, კარგად მოემზადეთ ცხოვრებისთვის!



No comments:

Post a Comment