Sunday, 28 October 2018

სხდომა N3

ისტორიის კლუბის მესამე სხდომაზე მოსწავლეებმა 
1. შეიმუშავეს კლუბის წესდება და დაამტკიცეს. 
2.დაგეგმეს ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი სპექტაკლის ჩატარება. კლუბის მენტორმა ნოდარ თოთაძემ მოსწავლეებს შესთავაზა "მგზავრის წერილების" ტექსტსა და ილია ჭავჭავაძის პოეზიაზე დაყრდნობით სცენარის შედგენა. 
3.კლუბის წევრებმა წარმოადგინეს ასევე იდეები კლუბის სახელთან დაკავშირებით, თუმცა ამ საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა. 
4. კლუბის მდივნად შეირჩა თემო ხოჯაშვილი.