Sunday, 28 October 2018

შეხვედრა ასტრონომიის კლუბთან

24 ოქტომბერს სკოლა „ლომისის“ ისტორიის კლუბის წევრები  შეხვდნენ საქართველოს ასტრონომიის კლუბის ხელმძღვანელს თემურ კუჭაძეს. მან მოსწავლეებს გააცნო ასტრონომიის ზოგადი საკითხები, ისაუბრა გალაქტიკის მომავალზე. მონაწილეებმა მას დაუსვეს საინტერესო შეკითხვები და ასტონომიის საკითხები დაუკავშირეს მეცნიერების სხვადასხვა სფეროს. შეხვედრის ორგანიზატორი იყო სკოლა „ლომისის“ ისტორიის პედაგოგი და ისტორიის კლუბის მენტორი ნ. თოთაძე.