Tuesday, 1 February 2022

რა მოხდა დღეს ისტორიაში? | 1.02.2022 | #დღეს



 








რა მოხდა დღეს ისტორიაში?


∴ 1327 წლის 1 თებერვალს მოზარდი ედუარდ III ინგლისის მეფე გახდა.

∴ 1790 წელი, 1 თებერვალი: აშშ-ის უზენაესი სასამართლო შეიკრიბა პირველად ნიუ-იორკში.

∴ 1793 წელი: საფრანგეთმა ომი გამოუცხადა დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებს.

∴ 1796: ზემო კანადის დედაქალაქი ნიუარკიდან იორკში გადაიტანეს აშშ-დან თავდასხმის შიშით.

∴ 1861: ამერიკის სამოქალაქო ომი - ტეხასი აშშ-ს გამოეყო.

∴ 1924: დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად ცნო სსრ კავშირი.

∴ 1958 წელი: ეგვიპტემ და სირიამ ჩამოაყალიბეს გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა, რომელმაც 1961 წლამდე იარსება.

∴ 2021: მიანმარის სახელმწიფო მრჩეველი აუნ სან სუ ჩი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად სამხედროებმა დააკავეს.

 

 

 

 

 

1 თებერვალს დაიბადა:


∴ ივანე კვინიტაძე - რუსეთის არმიის პოლკოვნიკი (1825 წ.);

∴ ევგენი გეგეჭკორი - მენშევიკი (1881 წ.);

∴ ანტანას მერკისი - ლიტვის სახელმწიფო მოღვაწე (1887 წ.);

∴ ჰუსეინ მოჰამად ერშადი - პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე ბანგლადეშში (1930 წ.);

∴ ბორის ელცინი - რუსეთის პრეზიდენტი (1931 წ.);

∴ ავთანდილ ცოტნიაშვილი - ქართველი პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი (1936 წ.);

∴ შიო (მუჯირი) - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი (1969 წ.);

∴ გოგა ბარბაქაძე - კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობი (1981 წ.).

 

 

 

 

1 თებერვალს გარდაიცვალა:


∴ ალექსი I - ტრაპიზონის იმპერატორი (1222 წ.);

∴ ბაქარი - ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ქართლის ფაქტობრივი მეფე (1750 წ.);

∴ ქეთევან ანდრონიკაშვილი (ზურაბიშვილი) - ქართველი მსახიობი (1941 წ.);

∴ ფრიდრიხ პაულუსი - გერმანელი სამხედრო მოღვაწე (1957 წ.);

∴ თემურ წიკლაური - ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი (2021 წ.).

 

 

 

 

1 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:


∴ ანტონ მარტყოფელი;

∴ მაკარი დიდი;

∴ მარკოზ ეფესოელი;

∴ წმინდა ევფრასია;

∴ არსენი კერკირელი ;

∴ მაკარი ალექსანდრიელი;

∴ მაკარი პეჩორელი.

 

 

 

 

#რამოხდადღესისტორიაში

#დღეს

#დღეისტორიაში

No comments:

Post a Comment