Sunday, 7 November 2021

"გავიცნოთ ლომისელები" - მარიამ არაბიძე


სახელი - მარიამი

გვარი - არაბიძე

პროფესია - ბიოლოგი (ნეირომეცნიერებების მაგისტრი)

მიყვარს - საკუთარ თავთან ლაპარაკი

მაღიზიანებს - ამპარტავანი ადამიანები

მსურს - ყველა ბავშვი იზრდებოდეს სიყვარულით სავსე გარემოში

მეშინია - საყვარელი ადამიანების დაკარგვის

კარგად ვიცი - ის საქმე, რასაც ვაკეთებ

მინდა ვიცოდე - კიდევ უფრო მეტი ჩემი პროფესიის (ნეირომეცნიერებების) შესახებ

ვმეგობრობ - უბრალო, კეთილ ადამიანებთან, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, წარმომავლობისა...

ვეძებ - გზას წარმატებისკენ!

ვბრაზდები - როდესაც მატყუებენ

ვინახავ - წერილებს (მოსწავლეებისგან, ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან)

მწამს - ღმერთის

მიკვირს - შურიანი, ბოროტი ადამიანების

მიხარია - როდესაც ჩემი პატარა ბედნიერია

ვდარდობ - დროს, რომელიც სკოლის პერიოდში უაზროდ დავკარგე

ვამაყობ - ჩემი თავით და ჩემი მეუღლის მიღწევებით

მენატრება - თავისუფალი დრო, რომელიც სკოლის პერიოდში მქონდა

ვოცნებობ - მქონდეს იმდენი შემოსავალი, რომ სხვების დახმარება შევძლო

საკუთარ თავში მომწონს - ერთგულების, შრომისმოყვარეობისა და გამძლეობის უნარი

სხვებში ვაფასებ - გულწრფელობას

მთავარია - გიყვარდეს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ!

რჩეული მუსიკა  - გია ყანჩელი - ყვითელი ფოთლები

რჩეული ფილმი - "პიანისტი"

რჩეული წიგნი - მარგარეტ მიჩელი - "ქარწაღებულნი", კონსტანტინე გამსახურდია -  "დიდოსტატის მარჯვენა"

რას უსურვებთ მომავალ თაობას? - ბედნიერ, ნათელ მომავალს!


No comments:

Post a Comment