Monday, 25 January 2021

"გავიცნოთ ლომისელები" - ნინო ბაბუხადია

სახელი -  ნინო

გვარი -  ბაბუხადია

პროფესია -  პედაგოგი (მათემატიკა, ინფორმატიკა)

მიყვარს -  მართალი ადამიანები

მაღიზიანებს -  ტყუილი

მსურს -  სიმშვიდე  და ჯანმრთელობა   ჩვენს  ქვეყანაში.

მეშინია - არასტაბილური მდგომარეობის.

კარგად ვიცი -  ჩემი პროფესია, რომელსაც ვცდილობ  უფრო  და  უფრო  გავაღრმავო.

მინდა ვიცოდე -  კიდევ ბევრი რამ...

ვმეგობრობ -  მშვიდ  და  უბოროტო ადამიანებთან.

ვეძებ - ყოველთვის სიმშვიდეს     

ვბრაზდები - ტყუილზე

ვინახავ -  საიდუმლოს

მწამს -  რომ ყველაფერი კარგად იქნება

მიკვირს -  ბოროტი ადამიანების.

მიხარია -  როცა ჩემს გარშემო ბედნიერბი არიან.

ვდარდობ -  ადამიანების გაჭირვებას.

ვამაყობ -  ჩემი წარსულით.

მენატრება -  გასული წლები, როცა ხშირად  ვმოგზაურობდი.

ვოცნებობ - რომ  ჩემს გარშემო  მყოფ ყველა ადამიანს ბედნიერს და  გაღიმებულს ვხედავდე.

საკუთარ თავში მომწონს -  ერთგულება, მიზანდახულობა

სხვებში ვაფასებ -  ერთგულებას , დამოუკიდებლობას, მიზანდასახულობას

მთავარია -  ჯანმრთელობა და მშვიდობა

რჩეული მუსიკა - კლასიკა, ქალაქური სიმღერები.

რჩეული ფილმი - ძალიან ბევრია, მიყვარს ცხოვრებისეული, რომანტიკული და კომედიური ფილმები.

რჩეული წიგნი - რჩეული მწერლები ძალიან ბევრია, დუმბაძე, ჯავახიშვილი, ალექსანდრე დიუმა, ართურ კონან დოილი და ა. შ.

რას უსურვებთ მომავალ თაობას? ეცხოვროთ ბედნიერ საქართველოში, იყვნენ ხალისიანები  მეგობრულები და წარმატებულები. დასახული მიზნები ყოველთვის აგსრულებოდეთ.


No comments:

Post a Comment