Saturday, 21 November 2020

"გავიცნოთ ლომისელები" - ნატალია ტოგონიძე


სახელი - ნატალია

გვარი - ტოგონიძე
პროფესია - ბიოლოგი, ეკოლოგი
მიყვარს - ადამიანები, ველური ბუნება
მაღიზიანებს - თავხედობა, ტყუილი
მსურს - ადამიანებს უყვარდეთ და პატივს სცემდნენ ერთმანეთს
მეშინია - ახლობლების დაკარგვის
კარგად ვიცი - ჩემი საქმე
მინდა ვიცოდე - ბევრი უცხო ენა
ვმეგობრობ - საინტერესო, გულღია ადამიანებთან
ვეძებ - დროს ყოველთვის, რომ ჩემთვის სასიამოვნო საქმეებისთვის გამოვიყენო
ვბრაზდები - როცა მატყუებენ
ვინახავ - ჩემი უსაყვარლესი ბებიის წერილებს, რომელიც აღარ მყავს
მწამს - ღმერთის
მიკვირს - ასეთი გაუცხოვება და კაცთმოძულეობა ადამიანებს შორის
მიხარია - ჩემი შვილების წარმატებები
ვდარდობ - ამ ბოლო დროს ყველაფერზე
ვამაყობ - ჩემი ოჯახით
მენატრება - დაკარგული ადამიანები
ვოცნებობ - მშვიდ ცხოვრებაზე (დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე)
საკუთარ თავში მომწონს - უხერხულია ამაზე საუბარი, მაგრამ ალბათ ის, რომ არასდროს ვტყუი
სხვებში ვაფასებ - გულწრფელობას
მთავარია - ჯანმრთელობა
რჩეული მუსიკა - პოპი
რჩეული ფილმი - „ადელაინის ასაკი“
რჩეული წიგნი - მარკესი-„მარტოობის ასი წელიწადი“
რას უსურვებთ მომავალ თაობას? - გიყვარდეთ ერთმანეთი და გამოიყენეთ ეს უმნიშვნელოვანესი დრო ბევრი ცოდნის დასაგროვებლად.


No comments:

Post a Comment