რა მოხდა დღეს ისტორიაში?
∴ 211 წლის 4 თებერვალს გარდაიცვალა რომის იმპერატორი სეპტიმიუს სევერუსი და ხელისუფლება კარაკალას და გალას გადაუვიდა.
∴ 362 წელი, 4 თებერვალი: რომის იმპერატორმა იულიანემ გამოსცა ედიქტი, რომლითაც იმპერიაში ყველა რელიგია გაათანასწორა.
∴ 960 წელი: ჩინეთის იმპერატორი ჟაო კუანგინი გახდა, რომელმაც სონგის დინასტიას დაუდო დასაბამი.
∴ 1789: ჯორჯ ვაშინგტონი ერთხმად აირჩიეს აშშ-ის პირველ პრეზიდენტად (აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის მიერ).
∴ 1792: ჯორჯ ვაშინგტონი ხელმეორე ვადით აირჩიეს ერთხმად აშშ-ის პრეზიდენტად.
∴ 1794: საფრანგეთის კანონმდებლობით მონობა აიკრძალა რესპუბლიკის ყველა ტერიტორიაზე (კოლონიების ჩათვლით).
∴ 1899: ფილიპინებისა და აშშ-ის ომი დაიწყო.
∴ 2004: შეიქმნა სოციალური ქსელი - Facebook.
4 თებერვალს დაიბადა:
∴ ანდრეს აველინო კასერესი – პერუელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე (1833 წ.);
∴ სიმონ ესაძე – ქართველი სამხედრო ისტორიკოსი (1868 წ.);
∴ ფრიდრიხ ებერტი – გერმანელი პოლიტიკოსი (1871 წ.);
∴ ვილჰელმ ფონ გაილი – გერმანელი იურისტი და პოლიტიკოსი
(1879 წ.);
∴ კლიმენტ ვოროშილოვი – რუსი სამხედრო მოღვაწე (1881 წ.);
∴ ლუდვიგ ერჰარდი – გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე (1897 წ.);
∴ ჟორჟ სადული – ფრანგი ისტორიკოსი, თეორეტიკოსი და კინოკრიტიკოსი (1904 წ.);
∴ აღა მუჰამედ იაჰია ხანი – პაკისტანელი სახელმწიფო მოღვაწე
(1917 წ.);
∴ მარია ესტელა მარტინეს დე პერონი – პირველი ქალი პრეზიდენტი არგენტინასა და დასავლეთ ნახევარსფეროში
(1931 წ.);
∴ დენ ქუეილი – აშშ-ის 44-ე ვიცე-პრეზიდენტი (1947 წ.);
∴ მიკულაშ ძურინდა – სლოვაკი პოლიტიკოსი (1955 წ.).
4 თებერვალს გარდაიცვალა:
∴ სეპტიმიუს სევერუსი – რომის იმპერატორი (211 წ.);
∴ სიზინუსი – რომის პაპი (708 წ.);
∴ ნატალია ნარიშკინა – რუსეთის დედოფალი (1694 წ.);
∴ ბესიკი – ქართველი პოეტი და დიპლომატი (1791 წ.).
4 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
∴ ტიმოთე მოციქული;
∴ ანასტასი სპარსი;
∴ წმიდა მოწამენი: ეპისკოპოსნი: მანუელი, გიორგი, პეტრე და ლეონტი; ხუცესნი: სიონია, გაბრიელი, იოანე, ლეონტი, პაროდი და სხვა 377-ნი.
აგრეთვე:
∴ 1948 წლის 4 თებერვლიდან შრი-ლანკაში აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე.
#რამოხდადღესისტორიაში
#დღეს
#დღეისტორიაში
No comments:
Post a Comment