სკოლა "ლომისი 1"-ის ისტორიის კლუბი "კარდუს" ქართულის პედაგოგ - მარი გოგალაძესთან აქტიური თანამშრომლობით, 2021 წლის 4 ნოემბერს, სკოლა "ლომისი 1"-ში აღინიშნა სულხან-საბა ორბელიანის იუბილე.
- სკოლა "ლომისი 1"-ის მე-8ა და მე-8ბ კლასის მოსწავლეებმა - მარიამ შუკაკიძემ და გიგი ქალდანმა "ლომისელებს" წარუდგინეს პრეზენტაცია სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრების შესახებ.
- პრეზენტაციის ნაწილის დასრულების შემდეგ, მე-6 კლასის მოსწავლეებმა - ნესტან რევაზიშვილმა და თეკლა არევაძემ წაიკითხეს ლექსები სულხან-საბა ორბელიანის შესახებ.
- სკოლის მთავარ შემოსასვლელში მოეწყო სულხან-საბას იგავ-არაკების ჩვენება დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის.
- ღონისძიების იდეის ავტორი: ისტორიის კლუბი "კარდუს" წევრი - ირაკლი ბუთბაია.
No comments:
Post a Comment