Friday, 27 November 2020

"გავიცნოთ ლომისელები" - ლევან ლორია

სახელი - ლევან 
გვარი - ლორია 
პროფესია - პედაგოგი 
მიყვარს - კარგი ადამიანები 
მაღიზიანებს - უზრდელი და თავხედი ადამიანები 
მსურს - საქართველო იყოს ერთი, მთლიანი ქვეყნის სათავეში იყოს ქვეყანაზე მაფიქრალი ხალხი. 
მეშინია - ,,შიში ვერ იხსნის სიკვდილსა...“ 
კარგად ვიცი - სოკრატეს სიტყვები: ,,მე ის ვიცი რომ არაფერი არ ვიცი“ 
მინდა ვიცოდე - იმდენი რამე, ამას არ ეყოფა ერთი ცხოვრება, თუნდაც რა სახე აქვს სიცოცხლეს იმ პლანეტებზე, რომლებზედაც დედამიწის მსგავსი კლიმატია, თუმცა ძალიან დიდი მანძილით არიან ჩვენგან დაცილებულნი. 
ვმეგობრობ - საინტერესო ადამიანებთან. 
ვეძებ - დიოგენე რომ ეძებდა დღე სანთლით ხელში, ანუ კარგ ადამიანებს. 
ვბრაზდები - უტიფრობაზე, უზრდელობასა და თავხედობაზე. 
ვინახავ - მოგონებებს. 
მწამს - სიკეთის. 
მიკვირს - კაცთან უგუნურება. 
მიხარია - ქვეყნის წარმატება, სკოლა ლომისის და ყველა ლომისელის წარმატება. 
ვდარდობ - ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე და კოვიდ სიტუაციაზე.
ვამაყობ - კარგი ადამიანებით. 
მენატრება - ჩემი ბავშვობა, დედა და მამა რომ გვერდით მყავდა. 
ვოცნებობ - გაბრწყინებულ, გამთლიანებულ და წარმატებულ საქართველოზე
საკუთარ თავში მომწონს - თავის ქება კიტრად არ ღირს, უი კიტრიც რა გაძვირდა?!
სხვებში ვაფასებ - ინტელექტს. 
მთავარია - იმედი. 
რჩეული მუსიკა - მრავალჟამიერი. 
რჩეული ფილმი - შერეკილები
რჩეული წიგნი - სამოსელი პირველი 
რას უსურვებთ მომავალ თაობას? - მუხლჩაუყრელ სწავლას, სიბეჯითეს და თეთრის და შავის გარჩევის უნარს. 



No comments:

Post a Comment