სახელი - ლიზი
გვარი - ჭურჭელაური
პროფესია - დაწყებითების მასწავლებელი
მიყვარს - ხატვა, კითხვა, ცურვა
მაღიზიანებს - ცინიზმი, განკითხვა
მსურს - კარგად შევისწავლო რუსული და ინგლისური, ასევე მსურს პროფესიული განვითარება
მეშინია - ზოგადად უსიყვარულობის
კარგად ვიცი - ემოციების ამოცნობა (ემპათიის გრძნობა საკმაოდ განვითარებული მაქვს ☺️)
მინდა ვიცოდე - სიმღერა და სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა
ვმეგობრობ - კეთილ, სამართლიან და ერთგულ ხალხთან
ვეძებ - საკუთარ თავს…
ვბრაზდები - უსამართლობაზე, ცილისწამებაზე
ვინახავ - სურათებს, მოსწავლეთა ნახატებს…
მწამს - უფლისა და სიყვარულის, სიკეთის ძალის…
მიკვირს - ვცდილობ არაფერი გამიკვირდეს
მიხარია - რომ ჩემს ირგვლივ ბევრი კარგი ადამიანია
ვდარდობ - ქუჩაში მყოფ მოხუცებსა და ბავშვებზე, ცხოველებზე…
ვამაყობ - ჩემი ძმით
მენატრება - ჩემი ძმა
ვოცნებობ - ფრენაზე
საკუთარ თავში მომწონს - ერთგულება, გულწრფელობა, პრინციპულობა, ზრდილობა
სხვებში ვაფასებ - ერთგულებას, თავდაჯერებულობას, პროფესიონალიზმს, კულტურულობას
მთავარია - სიყვარული
რჩეული მუსიკა - გამოყოფილი არ მაქვს, ვუსმენ თითქმის ყველა ჟანრს, მაგრამ ძირითადად კლასიკას.
რჩეული ფილმი - "საოცრება"; "კრავთა დუმილი"...
რჩეული წიგნი - ძალიან ბევრი წიგნია ჩემი რჩეული: "სამი მეგობარი", "ნასესხები სიცოცხლე"; (რემარკის შემოქმედება ზოგადად მომწონს, ასევე ქართველი მწერლებიდან ნ. დუმბაძის, ჯ. ქარჩხაძის, გ. დოჩანაშვილისა და ვაჟა-ფშაველასი), "საბრალონი", "სიყვარულის ორმოცი წესი"; "ფრანით მორბენალი"...
რას უსურვებთ მომავალ თაობას? - საკუთრი თავის პოვნას, გაიგონ ის თუ ვინ არიან, რატომ და რისთვის, ასევე ჯანმრთელობას (სულიერი, ფსიქკიკურ-ფიზიკურ-ფსიქოლოგიური), ბედნიერებას, მშვიდობასა და წარმატებებს❣️

No comments:
Post a Comment